"ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის"

    25 აპრილს ცაგერში ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი ოთიკო ქუთათელაძის დასახმარებლად, რომელიც ავტო-ავარიის შედეგად სერიოზულად დაშავდა და სჭირდება საზღვარგარეთ მკურნალობა. ჩართულები იყვნენ ცაგერის კულტურის სახლის მოსწავლე- ახალგაზრდობა და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები. ახალგაზრდები გაერთიანდნენ თანატოლის დასახმარებლად. თავისი მცირეოდენი წვლილი სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც შეიტანეს. თავად მოსწავლეებმა გაუკეთეს ორგანიზება ცაგერში წასვლას, ვინც ვერ მოახერხა კონცერტზე დასწრება, მათ შეაგროვეს გარკვეული ოდენობის თანხა და გაიღეს ოთიკოს დასახმარებლად.კონცერტი დაასრულა ჩვენი სკოლის მუსიკის პედაგოგმა გულნაზი გოლეთიანმა.



 

                                                                                          


     



No comments:

Post a Comment